суббота, 14 мая 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის თვითოეული დღე.
ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდი, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილი უფრო საინტერესო იქნება. ვისწავლე ბლოგის ატვირთვა და მასში სხავადასხვა ფუნქციების შესრულება. 
დღევანდელ შეხვედრაზე ვისწავლე  ჩვენი საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და ლინკის  მიბმა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,  ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს, რომელიც დაუღალავად და ენერგიულად გვიტარებდა ტრენინგებს.
კარგი იქნება თუ კიდევ გაგრძელდება ჩვენი შეხვედრები.

ჩემი პორტფელიო

მეცხრე  სამუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე და ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფელიო

пятница, 13 мая 2016 г.

                                       მეექვსე-მეშვიდე მოდულის რეფლექსია

  •        ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომებს და  გადავწყვიტეთ, რა ტიპის პროექტი შევქმნათ  და როგორ დავიწყოთ მუშაობა ჩვენს მოსწავლეებთან. დავგეგმეთ, როგორ ჩავატაროთ პროექტისათვის გაწერილი თითოეული გაკვეთილი.
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით
  •           განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რაც გამიადვილებს მოსწავლეთა დიფერენცირებას სასწავლო პროცედურების შერჩევისას.

                      მეოთხე -მეხუთე მოდულის რეფლექსია
               გავეცანით რა შეიძლება იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ეს შეიძლება იყოს პრეზანტაცია, პოსტერი, ბროშურა, ბუკლეტი, ბლოგი. შეიძლება გააკეთონ როლური თამაში, გამოფენა, კვლევის ანგარიში და სხვა.
    დავიწყეთ პოვერ-პოინტში პრეზანტაციის ქარგა, რის მიხედვითაც დავგეგმეთ მოსწავლის ნაშრომის აგება.აუცილებელია მოსწავლის პრეზენტაციას ჰქონდეს თემა, ინფორმაცია უნდა მოიტანოს გასაგებად და საინტერესოდ. ვნახეთ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო პრეზენტაცია. მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა ეს პროექტი.
      ვისწავლეთ შეფასების ფორმების შექმნა.

понедельник, 25 апреля 2016 г.

                     მესამე  მოდული


ამ მოდულში მე ვისწავლე:
ინტერნეტის გამოყენება  სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის
საძიებო სისტემების გამოყენება.
განვიხილეთ და გავეცანით  როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ რესურსი, ვიდეო და აუდიო მასალა, ისე,რომ არ დავარღვიო ეთიკური ნორმები და საავტორო უფლებები.   განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

суббота, 23 апреля 2016 г.

მეორე მოდული

 ამ მოდულში მე ვისწავლე:
განვიხილეთ პროექტის იდეები
შევარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარები
განვსაზღვრეთ  ესგ-ს  სტანდარტი
განვიხილეთ  ncp.ge  პორტალი
პროექტის გეგმის შაბლონში დავიწყეთ დაგეგმა.
შევიმუშავეთ პროექტის მიზნები
შევიმუშავეთ  შეფასების ფორმები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

воскресенье, 17 апреля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე პროექტის დაგეგმის პროცესში. პირველ მოდულში მე ვისწავლე:

  • გზამკვლევის გაცნობა და მისი გამოყენება, მისი მენიუ, დოკუმენტების ჩამოტვირთვა და შენახვა.  დაარქივებული საქაღალდის შენახვა
  • ელექტრული პორტფელიოს შექმნა, ( თუმცა ეს უკვე კარგად ვიცოდი)
  • პროექტის გეგმის შაბლონის  მიმოხილვა
  • პროექტის ნიმუშების მიმოხილვა
  • პროექტის შეფასების რუბრიკა
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  • ვენის დიაგრამით შევადარეთ ერთმანეთს პროექტი და გაკვეთილი
  • პუბლიკაციების მომზადება, ნიმუშები, შაბლონები გზამკვლევიდან, vord-ის ახალი ფუნქციები
  • გავიხსენე  ბლოგის შექმნა, რომელიც დავიწყებული მქონდა.
  • შევარჩიე პროექტის იდეა.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო პირველი დღე. მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნანას!