суббота, 14 мая 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის თვითოეული დღე.
ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდი, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილი უფრო საინტერესო იქნება. ვისწავლე ბლოგის ატვირთვა და მასში სხავადასხვა ფუნქციების შესრულება. 
დღევანდელ შეხვედრაზე ვისწავლე  ჩვენი საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და ლინკის  მიბმა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,  ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს, რომელიც დაუღალავად და ენერგიულად გვიტარებდა ტრენინგებს.
კარგი იქნება თუ კიდევ გაგრძელდება ჩვენი შეხვედრები.

ჩემი პორტფელიო

მეცხრე  სამუშაო დღეს დრაივზე ავტვირთე და ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფელიო

пятница, 13 мая 2016 г.

                                       მეექვსე-მეშვიდე მოდულის რეფლექსია

  •        ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომებს და  გადავწყვიტეთ, რა ტიპის პროექტი შევქმნათ  და როგორ დავიწყოთ მუშაობა ჩვენს მოსწავლეებთან. დავგეგმეთ, როგორ ჩავატაროთ პროექტისათვის გაწერილი თითოეული გაკვეთილი.
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით
  •           განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რაც გამიადვილებს მოსწავლეთა დიფერენცირებას სასწავლო პროცედურების შერჩევისას.

                      მეოთხე -მეხუთე მოდულის რეფლექსია
               გავეცანით რა შეიძლება იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ეს შეიძლება იყოს პრეზანტაცია, პოსტერი, ბროშურა, ბუკლეტი, ბლოგი. შეიძლება გააკეთონ როლური თამაში, გამოფენა, კვლევის ანგარიში და სხვა.
    დავიწყეთ პოვერ-პოინტში პრეზანტაციის ქარგა, რის მიხედვითაც დავგეგმეთ მოსწავლის ნაშრომის აგება.აუცილებელია მოსწავლის პრეზენტაციას ჰქონდეს თემა, ინფორმაცია უნდა მოიტანოს გასაგებად და საინტერესოდ. ვნახეთ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო პრეზენტაცია. მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა ეს პროექტი.
      ვისწავლეთ შეფასების ფორმების შექმნა.